საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

მზარეულების საყურადღებოდ!

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

გსურთ კულინარიული ცოდნის გაღრმავება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაძლევთ უნიკალურ შანსს — გაიაროთ მოკლევადიანი სასწავლო კურსი საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში - „Ferrandi Paris“-ში!

სასწავლო კურსი მოიცავს: კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას; ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას; მსოფლიო ტენდენციების გაცნობას; სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.

 პროექტის პარტნიორია გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია.

რას გთავაზობთ?

 სწავლის პერიოდი: 23 ივნისი – 4 ივლისი (ქ. დიჟონი)

 სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გადმოგეცემათ Ferrandi Paris-ის ოფიციალური სერტიფიკატი

 სწავლა სრულად ფინანსდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ!

კონკურსის წესით სულ შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე!

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოქმედი მზარეულები (არა მთავარი ან „ბრენდ შეფი“)

3 წლიანი  სამუშაო გამოცდილებით

ინგლისური ენის ცოდნით

 

რა არის საჭიროა მონაწილეობისათვის?

პირადობის ან პასპორტის მოწმობის ასლი

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა, როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას სამომავლოდ - მაქსიმუმ 200 სიტყვა)

რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

სარეკომენდაციო წერილი დამსაქმებლისგან

 

რატომ „Ferrandi Paris“?

 კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელი, რომელიც 1920 წელს დაარსდა და საფრანგეთის კულინარიული სკოლების საუკეთესო ხუთეულში შედის

 2000-ზე მეტი წარმატებული საერთაშორისო კურსდამთავრებული - მათ შორის ცნობილი Michelin ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები

️ კამპუსები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დიჟონში — სადაც კულინარიასთან ერთად ღვინის ხელოვნების შესწავლაც ხდება.

 დაინტერესების შემთხვევაში

 გამოაგზავნეთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია 16 მაისის ჩათვლით  📧 შემდეგ ელფოსტაზე: trainings@gnta.ge

მსგავსი სიახლეები