image

დარეგისტრირდით exhibitions.gnta.ge-ზე და ჩაერთეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

თუ წარმოადგენთ ტურისტულ კომპანიებს ან სასტუმროებს და სურვილი გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ტურისტული გამოფენების, B2B პრეზენტაციებისა და ინფო-ტურების კონკურსებში, აუცილებელია, დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე exhibitions.gnta.ge

B2B პრეზენტაციებისა და ინფო-ტურების კონკურსებში მონაწილეობისთვის საჭიროა პორტალზე მხოლოდ ერთჯერადი რეგისტრაცია და შესაბამისი საინფორმაციო ველების შევსება.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა დამატებით უნდა დააკმაყოფილონ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმები და ყოველწლიურად უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის კვალიფიციური აპლიკანტობის სტატუსს.

კვალიფიციური აპლიკანტობისთვის აუცილებელი პირობებია, რომ სასტუმროს ჰქონდეს მინიმუმ 50 ნომერი, ხოლო ტურისტული კომპანიის მიერ 2025 წლის განმავლობაში ჩათვლილი დღგ მინიმუმ შეადგენდეს 25,000 ლარს.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია ტურისტული სააგენტოებისთვის:

ინგლისურენოვანი ვებგვერდის ბმული (ან იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, სადაც ტარდება გამოფენა)
კომპანიის ლოგო (PNG ფორმატი)
ცნობა ტურისტულ სექტორში 2025 წელს (სრული წელი, იანვარი-დეკემბერი) დღგ-ს ჩათვლის ოდენობაზე (PDF დოკუმენტი)

(შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომუნიკატორის საშუალებით მოითხოვეთ კონკრეტული დასახელების დოკუმენტი: „ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისათვის გადახდილი/გადასახდელი დღგ-ს ოდენობის შესახებ“)

შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ (PDF დოკუმენტი)

(შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომუნიკატორის საშუალებით მოითხოვეთ კონკრეტული დასახელების დოკუმენტი)

წინარე ხელშეკრულება

(შესაბამის ეტაპზე, პლატფორმიდან ჩამოტვირთული და ხელმოწერილი დოკუმენტის PDF ვერსია ატვირთეთ საჭირო ველში)

ბოლო 24 თვეში, საერთაშორისო პროექტებში/დაჯილდოებებში მონაწილეობის პრეზენტაცია (PDF დოკუმენტი), (არსებობის შემთხვევაში)
ბოლო 24 თვეში, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ პროექტებში მონაწილეობის პრეზენტაცია სურათებით (PDF დოკუმენტი) (არსებობის შემთხვევაში)
ბოლო 24 თვეში, ტურიზმის დარგში თანამშრომლების ტრენინგების ანგარიში (PDF დოკუმენტი) (არსებობის შემთხვევაში)

წარმოსადგენი დოკუმენტაცია სასტუმროებისთვის:

ინგლისურენოვანი ვებგვერდის ბმული
კომპანიის ლოგო (PNG ფორმატი)
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ (PDF დოკუმენტი)

(შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომუნიკატორის საშუალებით მოითხოვეთ კონკრეტული დასახელების დოკუმენტი)

დირექტორის მიერ გაცემული ცნობა ნომრების რაოდენობის შესახებ (PDF დოკუმენტი)
წინარე ხელშეკრულება

(შესაბამის ეტაპზე, პლატფორმიდან ჩამოტვირთული და ხელმოწერილი დოკუმენტის PDF ვერსია ატვირთეთ საჭირო ველში)

პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ხოლო 2027 წლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად კვალიფიციური აპლიკანტობის განაცხადის შევსებისა და ხარვეზების გამოსწორების ბოლო ვადაა 2026 წლის 16 ოქტომბერი (18:00 საათი)


შენიშვნა* - ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს მხოლოდ PDF ფორმატით

შენიშვნა** - კომპანიის ლოგო უნდა აიტვირთოს PNG ფორმატით

შენიშვნა*** - როგორც პლატფორმაზე, ასევე, კონკურსებზე რეგისტრაციის დროს კომპანიას არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება

შენიშვნა**** - ინფო-ტურებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს

თუ თქვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი არ აღმოჩნდა წევრი კომპანიების ბაზაში, ან გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: t.nanava@gnta.ge

პატივისცემით,
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

მსგავსი სიახლეები